weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აშშ შემაკავებელი ფაქტორია, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს - მეუფე იაკობი

14:12 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორია, რათა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს. ამის შესახებ მეუფე იაკობმა აშშ-ში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ჩემი აზრია და ალბათ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ასე ფიქრობს, რომ ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს, არის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ მასთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გაგვიცნონ. ჩვენზე ათასი ჭორი თუ მართალი ითქმება და მიგვაბამენ ხოლმე რაღაც სივრცეს, მაგრამ ყველამ იცოდეთ, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება იქ, სადაც სჭირდება საქართველოს, საქართველოს ტერიტორიის გამთლიანებას“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრები ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას. ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, მეუფე თეოდორეს განმარტებით, აშშ-ში ჩასულები არიან არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლები, არამედ საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიების, მათ შორის შორის მუსლიმური და კათოლიკური თემების და სომხური ეკლესიის წინამძღვრები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]