weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

იარაღის უკანონოდ შენახვაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

16:00 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017

ქობულეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ თურქეთის მოქალაქე ქალს, რომელსაც პროკურატურა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარიპატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ქალი წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, საქმის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ დღევანდელი სასამართლო სხდომის დახურვა მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე.

როგორც დღეს მოსამართლემ განაცხადა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ბათუმსა და ქობულეთში. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ხელყუმბარები იპოვეს ქობულეთში, მდინარის პირას ჩაფლულ კასრში. სულ ამოღებულია რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, ასობით ვაზნა და ორი ხელყუმბარა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, მათ შორის ბრალდებულის კავშირს ტერორიზმთან.

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალისმართლსაწინააღმდეგო შეძენაა, შენახვაა, ტარებაა, დამზადებაა, გადაზიდვაა, გადაგზავნაა ან გასაღებას.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]