weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მოჯაჰედები მზად არიან კავკასიაში დასაბრუნებლად – ახმედ უმაროვი

18:25 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017

„აქტიური საომარი მოქმედებები დღეს არ მიმდინარეობს, თუმცა ბრძოლა სულაც არ არის შეწყვეტილი. მთავარი ის არის, რომ რამდენიმე წლის წინ, „კავკასიის ემირატის“ საბრძოლო ფრთამ ფიცი მისცა „ისლამურ სახელმწიფოს“, რამაც დაგვასუსტა. ახლა ჩვენთან რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მყოფი მოჯაჰედები მზად არიან კავკასიაში დასაბრუნებლად“, - აცხადებს „კავკასიის ემირატის“ ერთ-ერთი ლიდერი, დოკუ უმაროვის ძმა ახმედ უმაროვი Newcaucasus-თვის მიცემულ ინტერვიუში.

ინტერვიუ 2017 წლის 18 ოქტომბერს არის გამოქვეყნებული, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე. ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია შეიარაღებული ჯგუფის 3 წევრი, მათ შორის ერთმა თავი აიფეთქა. გავრცელებული მოსაზრებით, ის „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, წარმოშობით ჩეჩენი ახმედ ჩატაევია. ერთ-ერთი ვერსიით, ჩატაევი რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად, საქართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ შემოვიდა იმ მიზნით, რომ აქ გამოეზამთრებინა და შემდეგ „კავკასიის ემირატს“ შეერთებოდა. 2010–2012 წლებში ის „კავკასიის ემირატის“ ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი იყო ევროპაში.

„სირიასა და ერაყში არსებული რეალური ვითარების ვერ გაგებამ, ამ ისლამური რეგიონების ისტორიის არცოდნამ, იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ სრული ინფორმაციის არარსებობამ (ნაწილობრივ კი მისი გაგების სურვილის არარსებობამ), მრავალი გაფრთხილების ამპარტავნულად იგნორირებამ, ავტორიტეტული ალიმების (ისლამის მცოდნეთა) განმარტებებმა და მოწოდებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ჯამაათების უმრავლესობამ, ზოგიერთის გამოკლებით, „ისლამური სახელმწიფოსადმი“ მორჩილება გამოაცხადეს.წარუმატებლობებმა და ნაკლოვანებებმაც თავისი როლი ითამაშეს“, - ასე პასუხობს ახმედ უმაროვი ჟურნალისტის კითხვას ბოლო პერიოდში „კავკასიის ემირატის“ დასუსტებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ხალიფატის შექმნის იდეამ, „რომელსაც მუსლიმები ათწლეულების განმავლობაში ელოდნენ, ახალგაზრდები და კავკასიის მოჯაჰედები გაიტაცა“.

„საკუთარ სახლში ცეცხლის დატოვებით, მათ გადაწყვიტეს სირიასა და ერაყში ცეცხლის ჩასაქრობად წასვლა. ახალგაზრდების და მოჯაჰედების„კავკასიის ემირატიდან“ გასვლა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ჯიჰადში მონაწილეობის მისაღებად ხელშეწყობილი იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერაც. ეს ფაქტია. ეს კეთდებოდა კავკასიაში ჯიჰადის დასასუსტებლად რუსეთის იმ აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კავკასიელებს ანადგურებს“, - აღნიშნავს უმაროვი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]