weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პატივსაცემი ძეგლების პირბადეებით აღჭურვა საზოგადოების შეურაცხყოფაა - მერის მოადგილე

12:40 ოთხშაბათი, 29 ნოემბერი 2017

თბილისში ძეგლებს პირბადეები გაუკეთეს. როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, აქცია მერიის მიერ ორგანიზებული ან ნებადართული არ ყოფილა. მისივე თქმით, პროტესტის ამ გზით გამოხატვა ძეგლების და საზოგადოების შეურაცხყოფაა.

„ჩვენ ამას არ მივესალმებით.

ამ ადამიანებს გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, რომელიც უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა და არა ძეგლების შეურაცხყოფის გზით.

ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ვინაიდან ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია. რა ზომები იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება თუ სხვა რაიმე სანქციები, აუცილებლად გავატარებთ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ვინაიდან პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ გაუკეთა პირბადეები ძეგლებს. სავარაუდოდ, ინიციატივის ავტორებმა ამ გზით თბილისში ჰაერის დაბინძურება გააპროტესტეს.

კვლევების მიხედვით, საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]