weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

კომისიის თავმჯდომარემ ახალციხეში საკუთარ თავს ნაკვეთი დაუკანონა

13:58 ოთხშაბათი, 29 ნოემბერი 2017
კომისიის თავმჯდომარემ ახალციხეში საკუთარ თავს ნაკვეთი დაუკანონა ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

ქალაქ ახალციხის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა მამუკა მიქელაძემ, რომელიც მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ხელმძღვანელობდა, ახალციხეში, 275 კვ.მ. ფართი მიწის ნაკვეთი დაიკანონა. მიქელაძე განმცხადებელიც თვითონ იყო და რეზოლუციის დამდებიც. ამ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მიქელაძის საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველო, სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მე-2 ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს მითვისებას ან გაფლანგვას სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით.

მამუკა მიქელაძე 2014 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ იყო და საკრებულოში ჯერ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ხელმძღვანელობდა, 2016 წლის ივლისიდან კი მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]