weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაგვიწყია - შს სამინისტრო

18:13 ოთხშაბათი, 29 ნოემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ქალაქ თბილისში განხორციელებულ ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა სამი მოქალაქის წერილი, რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადო მოღვაწეთა და კულტურულ ძეგლებს დაუდგენელმა პირებმა პირბადეები გაუკეთეს. აღნიშნული წერილების საფუძველზე, ფაქტი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა. დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რის შესახებაც ეცნობა განცხადების ავტორებს“, – განაცხადეს შსს-ში.

29 ნოემბერს, თბილისში ძეგლებს პირბადეები გაუკეთეს. აქციის ორგანიზატორებმა, რომელთა ვინაობაც უცნობია, სავარაუდოდ ქალაქში ჰაერის დაბინძურება გააპროტესტეს. თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა ძეგლებისა და საზოგადოების შეურაცხყოფაა.

„ამ ადამიანებს გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, რომელიც უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა და არა ძეგლების შეურაცხყოფის გზით.

ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ვინაიდან ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია. რა ზომები იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება თუ სხვა რაიმე სანქციები, აუცილებლად გავატარებთ.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ვინაიდან პატივსაცემი ძეგლები პირბადეებით არის აღჭურვილი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]