weather cur horoscope tv
დეკემბერი 10, 2019

სტიქიის გამო სვანეთის 5 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

12:11 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017 hits 1587

სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ხაიშურამ სვანეთში რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა წაიღო. გარესამყაროს მოწყდა ხაიშის თემის სოფლები ნანყბული, ზედა და ქვედა ვედი, ზედა და ქვედა წვირმინდი.

მესტიის გამგებლის კაპიტონ ჟორჯოლიანის ინფორმაციით, სოფელი ხაიშიდან 7-კილომეტრიანი საავტომობილო გზა რამდენიმე ადგილზეა წაღებული. წაქცეულია ელექტროენერგიის ბოძები.

„მდინარე ხაიშურა გამთენიისას ადიდდა და ხაიშის თემის სოფლებთან დამაკავშირებელი გზა წაიღო. მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. წყალი საკარმიდამო ნაკვეთებში შევიდა. სხვადასხვა სოფლებში მეწყერია ჩამოსული. საბედნიეროდ სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - უთხრა „რეგინფოს“ მესტიის გამგებელმა. მისივე თქმით, მდინარეში წყლის დონე რომ დაიწევს აღდგენითი სამუშაოები ამის შემდეგ დაიწყება.

ხაიშის თემი მესტიიდან 70 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ხუთივე სოფელში 150–მდე ადამიანი ცხოვრობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]