weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სუს-ის განცხადებით, სპეცოპერაციის ადგილიდან არავინ გაქცეულა

15:05 პარასკევი, 01 დეკემბერი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ პრესკონფერენციაზე სუს-ის პრესპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილიდან არავინ გაქცეულა.

„რაც შეეხება სურათებს, რომელიც გავრცელდა, ერთ სურათზე არის ასახული ის პირი, რომელიც იქნა ლიკვიდირებული“, - აღნიშნა გიორგობიანმა.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია და ორი ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო, რომლის მიხედვითაც ისინი შეიარაღებული ჯგუფის წევრები იყვნენ და სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დაადასტურა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დაჯგუფება „იარმუკის“ მეთაური ახმედ ჩატაევია ლიკვიდირებული.

სუს-ის პრესპიკერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულთა შორის, „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი პირი, წარმოშობით პანკისელი ადამ (გურამ) გუმაშვილია.

ნინო გიორგობიანის თქმით, გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული ჯგუფის წევრები საქართველოში და ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]