weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძე აირჩია

01:17 შაბათი, 02 დეკემბერი 2017

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, 10 წლის ვადით, ევა გოცირიძე აირჩია. გოცირიძეს მხარი 90-მა დეპუტატმა დაუჭირა.

"ყველანაირად შევეცდები, რომ გავამართლო ეს ნდობა და ვიყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ღირსეული მოსამართლე. ჩემი პროფესიული ღირსებისა და თავმოყვარეობის საკითხია, ვიყო კომპეტენტური, კვალიფიციური და რაც მთავარია დამოუკიდებელი", - განაცხადა ევა გოცირიძემ

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა წარადგინეს.

საპარლამენტო უმცირესობამ ევა გოცირიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების თმით, ევა გოცირიძის არჩევით საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიზირება და "ქართული ოცნების" მიერ მისი დამორჩილება ხდება.

2013-2017 წლებში ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ გოცირიძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე კანდიდატთა სამწევრიან სიაში  შეიყვანა, თუმცა, ევროსაბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა წარდგენილი სია დაიწუნა. 2005 –2006 წლებში ევა გოცირიძე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრჩეველი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალში.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას ევა გოცირიძე 2018 წლის იანვრიდან შეუდგება. ის მოსამართლე ლალი ფაფიაშვილს შეცვლის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]