weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

51-ე სკოლის დირექტორი – სკოლაში პნევმატური იარაღი არ ყოფილა, სათამაშო თოფი იყო

10:41 ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017

51-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე უარყოფს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხორავას ქუჩაზე,მკვლელობამდე, მეცხრე კლასის მოსწავლეებს გაკვეთილებს შორის შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდათ, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა. სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლაში პნევმატური იარაღიარ შეუტანიათ და საუბარია პლასტმასის სათამაშოთოფზე.

„ჩვენთვის ძალიან მძიმეა პროკურატურის განცხადება, ის, რაც თქვა მან, რომ წინ უძღოდა ტრაგედიას. ჩვენ ადმინისტრაცია ვინაწილებთ ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ ხაზგაზმით მინდა გითხრათ, რომ აქ საუბრია პლასტმასის სათამაშოთოფზე და არა პნევმატურ იარაღზე. მე მინდა დავამშვიდო საზოგადოება და ყველა ჩვენი მშობელი, სკოლაში არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ პნევმატური იარაღი შემოსულიყო და არც ეს არ იყო პნევმატური იარაღი, თუმცა ჩვენთვის ცნობილი რომ ყოფილიყო, რომ სათამაშო იარაღი იყო სკოლაში, ამასაცაღვკვეთავდით. არ ვიცი რატომ არის პროკურატურის განცხადებაში ნათქვამი, რომ ეს პნევმატური იარაღი იყო, ეს არის სათამაშო იარაღი. სკოლაში იყო სიმშვიდე და არ იყო სიტუაცია, რომელსაც სჭირდებოდა მანდატურის მიერ განმუხტვა. გაკვეთილების დასრულებამდე ორივე მოზარდი გაკვეთილზე იჯდა“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა „რუსთავის 2“-ის ეთერში.

თბილისის პროკურატურამ 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობასთან დაკავშირებით3 დეკემბერს განცხადება გაავრცელა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, თბილისის51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს თ.ჩ.-ს და ა.ს-ს გაკვეთილებს შორის არსებულ შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდათ, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რასაც ამ უკანასკნელების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში. მოგვიანებით ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორ მოსწავლეს დანით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობების მიაყენეს. ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში.

პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი - გ.ბ. და გ.ჯ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, ხოლოგ.ჯ იმავე მუხლით ბრალდებულად დაუსწრებლად იქნა ცნობილი, რადგან იგი ემალება გამოძიებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]