weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კარალეთში 68 წლის ქალი სავარაუდოდ აწამეს და მოკლეს

20:38 ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017

გორის რაიონის სოფელ კარალეთში 68 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობა ძარცვას უკავშირდება. გარდაცვლილის მეზობლების თქმით, ქალი ნაცემია და სავარაუდოდ ნაწამებიც.

"ურეკავდნენ და ტელეფონს რომ არ უპასუხა, მივიდნენ და ნახეს რომ ძირს ეგდო და გადაფარებული ჰქონდა. სისხლის კვალიც იყოო, ასე თქვეს", - ამბობს გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. მოკლული ნადია პაპუკიშვილი სახლში მარტო ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]