weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა

16:47 სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017

ქალაქ ახმეტაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. რუსთაველის ქუჩაზე „ოპელის“ მარკის ავტომობილი ბეტონის ბოგირს შეეჯახა. დაშავებულები თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტალის დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, 29 და 31 წლის პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ერთ-ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„პაციენტები მრავლობითი ტრავმებით შემოიყვანეს. ორივე მათგანს სახე-ძვლის მოტეხილობები და ტვინის შერყევა აღენიშნებათ, ერთს კი ტრავმა გულ-მკერდის არეში აქვს მიღებული. ქირურგიული ჩარევა ხვალისთვის არის დაგეგმილი“, - განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი მანევრირების წესის დარღვევა გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]