weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ სულხან სალაძე აირჩიეს

00:35 ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ სულხან სალაძე აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი შეცვალა, რომელიც საია-ს სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

სულხან სალაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი და გამგეობის წევრია. 2016 წლის აპრილში ის საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია.

სულხან სალაძე მუშაობდა საიას პროექტ “გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულობის ხელშეწყობა საქართველოში” იურისტად, პროექტის კოორდინატორად. 2010 - 2011 წლებში გაირა ტრენერთა ტრენინგი (TOT) ჰააგის სოციალიურ მეცნიერებთა ინსტიტუტში თემაზე - “დეცენტრალიზაცია და მონაწილეობა”; “სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობისათვის”. 2006 წელს ჩართული იყო საიას აჭარის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის მუშაობაში. 2003-2006 წლებში მუშაობდა საიას აჭარის ფილიალში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში.

საია-ს წესდების მიხედვით, თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ასოციაციის წევრებიდან ერთი წლის ვადით ირჩევს გამგეობა. თავმჯდომარედ არ შეიძლება აირჩეს პირი ზედიზედ სამზე მეტი ვადით.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 1994 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზნებია საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლება და კანონის უზენაესობის დამკვიდრება; სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს საკანონმდებლო ბაზის განვითარება; ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; იურიდიული პროფესიის განვითარება, პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]