weather cur horoscope tv
ივლისი 23, 2024

გორში 68 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

10:50 ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017

გორის რაიონის სოფელ კარალეთში 68 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით 24 წლის ბიჭი დააკავეს. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა სამართალდამცავებს საკუთარმა მამამ ჩააბარა.

მკვლელობა 3 დეკემბერს მოხდა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალს მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. 68 წლის ქალი მიყენებული ჭრილობის შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]