weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უკრაინაში სავარაუდოდ ქართულ მოხეტიალე ცირკს აქლემი დარჩა

11:37 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017
უკრაინაში სავარაუდოდ ქართულ მოხეტიალე ცირკს აქლემი დარჩა ფოტო © საშა ტოდორჩუკი

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის UAnimals-ის დამფუძნებლის, საშა ტოდორჩუკის განცხადებით, უკრაინაში გასტროლზე მყოფ ქართულ ცირკს ტერნოპოლის ოლქში, ქალაქ ხოროსტკოვში აქლემი დარჩა. მისი თქმით, შაპიტოს წევრებმა საკუთარი ნივთები მოაგროვეს და წავიდნენ, ცხოველი კი ადგილობრივ სტადიონზე დატოვეს.

„ამ დროისთვის იმის გარკვევა შევძელით, რომ ცირკი საქართველოდან ჩამოვიდა. თუ ეს სიმართლეა მაშინ გამოდის, რომ უკრაინაში კიდევ ერთხელ მიაფურთხეს კანონს“, - წერს ტოდორჩუკი.

უკრაინაში მოხეტიალე ცირკის მუშაობა კანონით აკრძალულია.

„უკრაინსკა პრავდა“ ქალაქ ხოროსტკოვის თემის ხელმძღვანელ სტეპან გლადუნს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ცირკმა ქალაქის სტადიონზე დაახლოებით ერთი კვირის წინ გამართა წარმოდგენა. ცუდი ამინდის გამო, სტადიონიდან ცხოველის ტრანსპორტით გამოყვანა ვერ მოხერხდა და ადგილზე დატოვეს. სტეპან გლადუნის განცხადებით, აქლემს თივა დაუყარეს და საკვები დაუტოვეს. მისივე თქმით, აქლემთან ერთად ერთი ადამიანია, რომელსაც ღამით ის ფურგონში შეჰყავს, დღისით კი სასეირნოდ გამოჰყავს.

„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა არ იცოდა, რომ უკრაინაში მოხეტიალე ცირკი აკრძალული იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]