weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში 6 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

23:09 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017

კრიტიკული დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბოლო 10 დღეში საწარმოო პროცესი შეუჩერა კახეთში მდებარე 6 ობიექტს, მათ შორის 2 რესტორანს თელავში, საზოგადოებრივი კვების 3 ობიექტს და ერთ საკონდიტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, შემოწმების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ობიექტებში: თელავში მდებარე რესტორნებში „რჩეულ მარანსა“ და „ზღაპარში“; გურჯაანში - რესტორან „კაჭრეთის ჩემპიონში“; ნონეშვილის ქუჩა N14-ში მდებარე რესტორან „ზოდიაქოში“; რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ინდ. მეწარმე ლევან ზარდიაშვილის სასადილოში, ასევე აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ინგა ბეჟაშვილის საკონდიტრო საწარმოში.

ამ დროისთვის ექვსივე ობიექტს ფუნქციონირება შეწყვეტილი აქვს.

როგორც „რეგინფოს“ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ნანა ახალმოსულიშვილმა უთხრა, შემოწმების შედეგად საწარმოებში გამოვლინდა არასათანადო ვენტილაციის, ანტისანიტარიის ფაქტები. „ჭერი, კედლები და იატაკი არ ექვემდებარებოდა სათანადო დასუფთავება-დეზინფექციას. სურსათთან უშუალო შეხებაში მყოფი საგნები, აღჭურვილობა და მოწყობილობები არ ექვემდებარებოდა სრულყოფილ დასუფთავება-დეზინფექციას, იყო კოროზირებული. ექვსივე ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მათზეა დამოკიდებული როდის აღმოფხვრიან მითითებულ დარღვევებს, რის შემდეგაც შეუძლიათ მოგვმართონ. ჩვენ იმავე დღეს შევამოწმებთ და თუ დარღვევები გამოსწორებული იქნება, მივცემთ მუშაობის განახლების ნებართვას“, - აღნიშნა ნანა ახალმოსულიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]