weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საკუთრების აღიარება შესაძლოა თვითნებურად დაკავებულ ცარიელ ნაკვეთებზეც მოხდეს

13:20 შაბათი, 09 დეკემბერი 2017

მუნიციპალიტეტების მერიებში მოქმედმა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებმა საკუთრება შესაძლოა თვითნებურად დაკავებულ ცარიელ მიწის ნაკვეთებზეც აღიარონ.

„ჩვენ გვინდა გავაფართოვოთ ის გარემოებები, რაც მოგვცემს საშუალებას დავრწმუნდეთ, რომ ეს ადამიანები ნამდვილად ფლობენ ამ მიწის ნაკვეთებს, ამუშავებდნენ ან სხვა პროექტებს ახორციელებდნენ. თუნდაც, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ მიწაზე, რომ გაჩნდეს საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები შენობის მსგავსად განიხილება მფლობელობის დამადასტურებლად. შესაძლოა, რომ ცარიელ ნაკვეთზეც მოხდეს საკუთრების აღიარება, თუკი მოქალაქეს ის თვითნებურად დიდი ხანია დაკავებული აქვს“, - აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე „მთის ამბებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტებში არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიები მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდენენ, თუ მასზე განთავსებულია შენობა (აშენებული ან მშენებარე) ან ნანგრევი მაინც. არის ისეთი ფაქტები, როცა კომისიებმა უარი უთხრეს მოქალაქეებს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარებაზე, იმის მიუხედავად, რომ მათ იქ მრავალწლიანი ნარგავები ჰქონდათ გაშენებული. ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როცა საკუთრების აღიარების მისაღწევად მოქალაქეებმა რაღაც ნაგებობა ააშენეს და შემდეგ ისევ დაანგრიეს, რომ მას შეძლებისდაგვარად „ძველის“ იერსახე მისცემოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]