weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ახალციხე–ახალქალაქის გზაზე სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა და აფეთქდა

15:38 პარასკევი, 15 დეკემბერი 2017

ახალციხე–ახალქალაქის გზაზე სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც თხევადი გაზი გადაჰქონდა, გადაბრუნდა და აფეთქდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი მსუბუქად დაშავდა. მან სატვირთოდან გადმოსვლა აფეთქებამდე მოასწრო.

ინტერნეტ–გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სატვირთო ავტომანქანამ სავარაუდოდ მოსახვევში გასვლა ვერ შეძლო, რის გამოც გადაბრუნდა.  

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]