weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქართველი ერისთვის შობადობა ერთ-ერთი ძალიან მძიმე საკითხია – ილია მეორე

16:50 კვირა, 17 დეკემბერი 2017

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, შობადობა ერთ-ერთი ძალიან მძიმე საკითხია, რომელიც ქართველი ერის წინაშე დგას. როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, ყოველი მეორე ოჯახი ერთმანეთს შორდება. მან ბავშვებს მოუწოდა ილოცონ, რომ მტკიცე ოჯახები ჰქონდეთ.

„მე მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ძალიან მძიმე საკითხი, რომელიც დგას ქართველი ერის წინაშე, არის შობადობა. სტატისტიკა ამბობს, რომ ყოველი მეორე ოჯახი შორდება ერთმანეთს. ბავშვებო, ილოცეთ, რომ გქონდეთ მტკიცე ოჯახი. მტკიცე ოჯახი ბედნიერებაა ადამიანისთვის. მტკიცე ოჯახი ეს არის სიხარული, სიყვარული, სიმტკიცე. სახლში რომ მიხვალთ, ასხურეთ სახლს ნაკურთხი წყალი, ეზოსაც და ეს ლოცვა წაიკითხეთ „მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო“. თუ არ იცით ზეპირად, გადაწერეთ და ჯიბეში იქონიეთ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

დღეს ილია მეორე პირველი დემოგრაფიული ფორუმის მონაწილეებსაც შეხვდა, სადაც აღნიშნა, რომ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა ყველა ქართველის პრობლემაა.

„ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. გარკვეული ღონისძიებები გატარდა, მაგრამ საჭიროა კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული ნაბიჯები, როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მხრიდან. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითავისოს, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა ილია მეორემ.

მან უცხოეთში მცხოვრები ქართველები დალოცა და სამშობლოში მალე დაბრუნება უსურვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]