weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თბილისში საქართველოს ბანკის ორი ფილიალი დააყაჩაღეს

11:46 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017

ბოლო 2 დღეში, თბილისში, საქართველოს ბანკის ორი ფილიალი დააყაჩაღეს. ერთი შემთხვევა გუშინ, 18 დეკემბერს მოხდა. წერეთლის გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში 25 წლის თ.ჯ. შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გასტაცა. დღეს დილით კი ყაჩაღობა ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ფილიალში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბანკში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ წერეთელზე მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს. მას დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხის ნაწილი აღმოაჩნდა. 

ისანი-სამგორის რაიონში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით ამ დროისთვი არავინ არის დაკავებული. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით. დანაშაული8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ექსპრეს ფილიალი 12 დეკემბერსაც დააყაჩაღეს. ოფიციალური ინფორმაციით, გვიან ღამით, 29 წლის შეიარაღებული მამაკაცი ბანკში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 5415 ევრო, 8353 ამერიკული დოლარი და 7425 ლარი გასტაცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]