weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

შილდაში 24 წლის ქალის თვითმკვლელობამდე მასზე ძალადობდნენ - ადვოკატი

13:29 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გარდაცვლილი 24 წლის ე.ნ-ის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ თვითმკვლელობას წინ უსწრებდა ოჯახში ძალადობის ფაქტები, რაზედაც ყვარლის პოლიცია ინფორმირებული იყო და ვერ შეძლეს მსხვერპლის დაცვა.

24 წლის ქალის ნახევრადშიშველი ცხედარი შილდაში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადგომში 18 ოქტომბერს ნახეს. ცხედარი გარდაცვლილი ქალის მეუღლის ძმამ ნახა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ლია ხუროშვილის განცხადებით, რომელიც გარდაცვლილი ქალის ოჯახის ინტერესებს იცავს, ცხედარს სხეულზე მრავლობითი დაზიანებებიაღენიშნებოდა, რაც საფუძვლიან ეჭვსაჩენს, რომ მასზე ძალადობაგანხორციელდა.

„დღემდე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). დანაშაულს წინ უსწრებდა ოჯახში ძალადობის ფაქტები. კერძოდ, 2017 წლის 18 ოქტომბრამდე ოჯახში არსებული კონფლიქტებისა და ძალადობრივი გარემოს შესახებ არაერთხელ იყო ინფორმირებული ყვარლის პოლიციის სამმართველო. ოჯახში ხშირად იძახებდნენ პოლიციას. უფრო მეტიც, 2017 წლის 12 ოქტომბერს, შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში ე.ნ-ს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, სსკ–ის 126 პრიმა პირველი მუხლის პირველი ნაწილის ნიშნებით. მოპოვებული ინფორმაციით, კონფლიქტი მოხდა ე.ნ-სადა მის დედამთილს შორის. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. მოცემულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული“, - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი.

მისივე თქმით, მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე ჭიანურდება გარდაცვლილის დედისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, უზრუნველყოფილი არ არის გამოძიების პროცესში გარდაცვლილის ოჯახის ჩართულობა, გარდაცვლილის დედას და მის ადვოკატს არა აქვთ ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე და გატარებულ ღონისძიებებზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოძიება წარიმართოს დროულად და ეფექტიანად; დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭოს გარდაცვლილის დედას და მიეწოდოს მას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]