weather cur horoscope tv
იანვარი 23, 2021

ხელვაჩაურში 17 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა

13:47 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017 hits 1957

ხელვაჩაურში 17 წლის ბიჭმა იარაღიდან გასროლით თვითდაზიანებები მიიყენა და თვითმკლელობა სცადა. მოზარდი კლინიკა „მედინაშია“ მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ახლობლების თქმით, ბიჭი ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა.

„პაციენტი შემოვიდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებითა და დაზიანებებით, რაც მიყენებული ჰქონდა იარაღიდან გასროლით. აღენიშნებოდა ჭრილობა იღლიის ფოსოსა და ყბა-სახის მიდამოში. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია“, - უთხრა „აჭარის ტელევიზიას“ ქირურგმა ბექა ბერიძემ.

მომხდარზე გამოძიება მიდინარეობს.

შეგახსენებთ, 11 დღის წინ, ქობულეთში 17 წლის ბიჭი დაიკარგა. სამართალდამცავებმა მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. ოჯახის წევრები თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მოზარდის გაუჩინარება შესაძლოა ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“ ყოფილიყო კავშირში.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]