weather cur horoscope tv
იანვარი 16, 2021

ფოთში მე-9 კლასელმა გოგონამ თვითმკვლელობა სცადა

14:14 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017 hits 1412

ქალაქ ფოთის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონამ, გაკვეთილების დაწყებამდე, სკოლის ტერიტორიაზე თვითმკვლელობა სცადა. მოგვიანებით კი მან დახმარება მანდატურს სთხოვა. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გოგონას დედა და სკოლის დირექტორი ამბობენ, რომ თვითდაზიანების მიყენების მიზეზი შესაძლოა, ოჯახში მამა-შვილს შორის მომხდარი კონფლიქტი გამხდარიყო. „ჩვეულებრივად, შენიშვნა მივეცი შვილს. ვინ არ გასწყრომია შვილს“, - ამბობს ბავშვის მამა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პოლიციელებმა ბავშვის მშობლები უკვე გამოკითხეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]