weather cur horoscope tv
იანვარი 23, 2021

თბილისში 15 წლის ბიჭი დაჭრეს

17:27 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017 hits 1654

თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში 15 წლის ბიჭი დაჭრეს. მას ცივი იარაღით ოთხი ჭრილობა გულ-მკერდისა და წელის არეში აქვს მიყენებული.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ბავშვი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ექიმ კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და ოპერაცია უტარდება.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-ე და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]