weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

წნორში სოციალური საწარმო „ჭკვიანი გემო“ გაიხსნა

13:11 ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017

„საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით წნორში სოციალური საწარმო „ჭკვიანი გემო“ გაიხსნა.  „ჭკვიანი გემო“ საცხობს და საგანმანათლებლო სივრცეს აერთიანებს, რომელშიც 4 პირია დასაქმებული, მათ შორის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარი.

სამოქალაქო ინიციატივის პროექტმა, „საქართველოს ბანკის“ ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ 2016 წელს გამოცხადებულ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერ კონკურსში გაიმარჯვა და ბანკმა პროექტი 39 ათასი ლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა.

პროექტის ფარგლებში გარემონტდა და მოეწყო სამზარეულო, რომელიც აღიჭურვა სპეციალური დანადგარებით, მძლავრი ღუმელებით, რაც პარალელურ რეჟიმში შესაძლებელს ხდის, ერთდროულად დამზადდეს რამდენიმე სახეობის პროდუქტი. ამასთან, დაფინანსებული თანხით შეძენილ იქნა ე.წ სკუტერი, რომლის დახმარებითაც გაიმართა პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისი.

რაც შეეხება საგანმანათლებლო სივრცეს - პერიოდულად მოეწყობა როგორც შემეცნებითი შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები, ასევე ზღაპრების კითხვის საღამოები მცირეწლოვანი სტუმრებისთვის. გაიმართება, სხვადასხვა სოციალური აქტივობები, რომელიც წნორის მოსახლეობის ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება საინტერესო. აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმოს შემოსავალი წნორის მოსახლეობის სოციალურ აქტივობებში ჩართვას და შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ სახელობო უნარების განვითარებას და დასაქმებას მოხმარდება.

„საქართველოს ბანკმა“ გასულ წელს ჯამში 5 სოციალური საწარმოს შექმნა 200 000 ლარზე მეტი თანხის ოდენობით დააფინანსა. დაფინანსებული საწარმოები 2017 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]