weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბრიტანეთის დედოფალმა ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა

12:27 ორშაბათი, 25 დეკემბერი 2017

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა. დედოფლის მისალოც წერილს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

„თქვენო უწმინდესობავ, მაქვს პატივი, გულთბილად მოგილოცოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან 40 წელი. დიდი სითბოთი ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას 2011 წელს, ლონდონში თქვენი ვიზიტისას. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხებს შორის ახლო ურთიერთობები ღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას“, – ნათქვამია ელისაბედ მეორის წერილში.

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია კათალიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ საეკლესიო კრებაზე აირჩიე. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]