weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სიღნაღის სოფელ მაშნაარში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს

19:01 ორშაბათი, 25 დეკემბერი 2017

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სამმა თავმდასხმელმა თანხის წაღება მოახერხა, თუმცა ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის.

შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.

იგივე ავტოგაზგასამართი სადგური 2015 წლის თებერვალშიც დააყაჩაღეს. მაშინ სადგურზე სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა, თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ და 2500 ლარამდე თანხა გაიტაცეს. სადგურის თანამშრომლების ინფორმაციით, პოლიციას 2015 წელს მომხდარი ყაჩაღობის საქმეც არ გაუხსნია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]