weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნა

20:07 პარასკევი, 12 იანვარი 2018

გუდაურში, ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნა. სკოლის მიზანი სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში და სხვა მასთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩართული კადრების - საფეხმავლო, ალპური, სათხილამურო და სამთო გამყოლების, სამთო სპორტის სახეობებისა და სათავგადასავლო აქტივობების ინსტრუქტორების პროფესიული მომზადებაა.

სკოლის გახსნის ღონისძიებაში ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიიღო მონაწილეობა. „ძალიან მნიშვნელოვანია მისი გახსნა, რადგან ამ სკოლაში სწორედ იმ პროფესიის ადამიანები მომზადდებიან, რომელთა დასაქმებაც პრაქტიკულად გარანტირებულია და ვინც ჩვენს ქვეყანას ტურიზმის განვითარების მიმართულებით ძალიან სჭირდება“, - აღნიშნამინისტრმა. 

სკოლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, განათლების სამინისტრომ და სამთო გამყოლთა ასოციაციამ დააფუძნეს. სასწავლებელს მხარდაჭერა აღმოუჩინა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“, რომელმაც სკოლას ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება გამოუყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]