weather cur horoscope tv
იანვარი 23, 2021

ხაშურში ორი მოსწავლე დანით დაჭრეს

11:53 ორშაბათი, 15 იანვარი 2018 hits 1692

ხაშურში, ერთ-ერთ სასადილოში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის ორი მოსწავლე დაჭრეს. როგორც „რეგინფოს“ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ზვიად გოგუაძემ უთხრა, მოსწავლეებს ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული.

ორივე დაჭრილი ხაშურის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. ახლობლების ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მეორე დაჭრილის კი შედარებით მძიმე.

წინასწარი ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები სრულწლოვნებმა დაჭრეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის არავინ არის დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]