weather cur horoscope tv
იანვარი 16, 2021

გარდაბანში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

13:53 ორშაბათი, 15 იანვარი 2018 hits 1667

გარდაბანში 14 წლის გოგონა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მოზარდმა თავი მოიკლა.

როგორც „რეგინფოს“ გარდაბანში მერის წარმომადგენელმა ოთარ გველებიანმა უთხრა, გარდაცვლილის მამა უცხოეთში სამუშაოდ რამდენიმე დღის წინ წავიდა. ბავშვი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა.

გოგონა 2016 წლამდე გარდაბნის მე-3 საჯარო სჯოლაში სწავლობდა. გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ნინო გვარამაძის ინფორმაციით, მოსწავლის სტატუსი მას 2016 წელს, სისტემატიური გამოუცხადებლობის გამო შეუჩერდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]