weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს

23:27 სამშაბათი, 16 იანვარი 2018

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს. სააგენტო „სპუტნიკ ოსეტიას“ ინფორმაციით, მის მკვლელობას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

„მკვლელმა დუდაევს სამჯერ ესროლა. მისი ცხედარი მშობლიურ სოფელ არცევში იპოვეს. სოფლის ყოფილი კლუბის ტერიტორიაზე მარეკ დუდაევს ფერმა ჰქონდა. წინასწარი ინფორმაციით, მას თანასოფლელმა შენობის მეორე სართულზე, სუფრასთან ესროლა. დუდაევი ადგილზე გარდაიცვალა“, - ციტირებს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს „სპუტნიკი“.

დუდაევის მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სოფელ არცევის მკვიდრმა, წარმოშობით ჩეჩენმა, მარეკ დუდაევმა ქართულ ციხეში 9 წელი გაატარა. ქართველმა სამართალდამცავებმა ის 2004 წლის 16 მარტს დააკავეს. 2005 წლის ნოემბერში, თბილისის საოლქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო მკვლელობაში, ყაჩაღობასა და ფულის გამოძალვაში. სასამართლომ დუდაევს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება ძალაში უზენაესმა სასამართლომაც დატოვა. მარეკ დუდაევი ბრალს არ აღიარებდა.

მარეკ დუდაევი 2013 წელს გაათავისუფლეს. ამინისტიის კანონის ამოქმედების შემდეგ, მას ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი და შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]