weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თუშეთში 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

16:43 ორშაბათი, 15 მაისი 2017
თუშეთში 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ფოტო © დათო ტრაპაიძე

თუშეთში, სოფელ დიკლოსთან 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 14:29 საათზე დაფიქსირდა და ეპიცენტრი სოფელ დიკლოში, 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

ამ დროისთვის სოფელ დიკლოში მხოლოდ ერთი ადამიანი, 80 წლის მაშო ბეწუნაიძე ცხოვრობს.

„რაღაც ვიგრძენი, რაღაც დაგრიალდა უცბად. სახლიდან გამოვდიოდი და სხვა არაფერ არ მიგრძვნია აქ. ნეტა რა იყო მეთქი, არც თოფის ხმა იყო, არც სხვა რამეს ჰგავდა. მშვიდობაა, ცუდი არაფერი მომხდარა. ახლა მარტო ვცხოვრობ და მესაზღვრეები არიან ზემოთ“, – უთხრა „რეგინფოს“ მაშო ბეწუნაიძემ.

თუშეთში, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია. მათი დიდი ნაწილი დაცლილია. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მთელ თუშეთში 47 ადამიანი ცხოვრობს, ზამთარში კი მხოლოდ ნახევარი რჩება.

თუშეთის გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]