weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბელარუსში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

17:13 პარასკევი, 19 იანვარი 2018

ბელარუსში, მინსკის აეროპორტში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბელარუსის ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 17 იანვარს 43 წლის გელა ქარდავა, ხოლო 18 იანვარს 45 წლის სულიკო შარიქაძე დააკავეს. დაკავებისას გელა ქარდავამ სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თანამშრომლებს რუსეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი წარუდგინა. ბელარუსის შსს-ს განცხადებით, მან თავისი კრიმინალური სტატუსი დაადასტურა და განაცხადა, რომ რუსეთიდან ბელარუსში 16 იანვარს ჩავიდა, შემდეგ კი სტამბოლში, „ქურდების“ შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდა.

სამართალდამცავი ორგანოების ინფრომაციით, გელა ქარდავამ ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი 22 წლის ასაკში მიიღო. „ის დაკავებულია ქურდობითა და ყაჩაღობით. შედიოდა კრიმინალურ დაჯგუფებაში, რომელიც 2013 წელს მოკლულმა ასლან უსოიანმა, იგივე „დედ ჰასანმა“ შექმნა. იყო მოლოდინი, რომ უსონიანის გარდაცვალების შემდეგ დაჯგუფების ლიდერები გელა ქარდავა და მისი უმცროსი ძმა, ასევე „კანონიერი ქურდი“ გიზო ქარდავა გახდებოდნენ“,- წერს ინტერნეტ გამოცემა.

რაც შეეხება სულიკო შარიქაძეს, ის საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო დააკავეს. შარიქაძე ბელარუსში ავტომობილით ჩავიდა რუსეთიდან, სადაც 2017 წლის 7 დეკემბრამდე იარაღისა და ნარკოტიკის შეძენის გამო იხდიდა სასჯელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]