weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აშშ-ში 31 წლის ქართველი ექიმი, დავით კანდელაკი მოკლული იპოვეს

17:16 კვირა, 21 იანვარი 2018

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში ქართველი ექიმი, 31 წლის დავით კანდელაკი მოკლული იპოვეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში დავით კანდელაკთან ერთად 30 წლის ჯოშუა რაისის ცხედარიც იყო. პოლიციის ცნობით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

დავით კანდელაკის ძებნა სამართალდამცავებმა მისი მეუღლის განცხადების საფუძველზე ხუთშაბათს დაიწყეს. პოლიციის ინფორმაციით, კანდელაკი შვებულებიდან დაბრუნებულ ცოლს მაიამიში უნდა დახვედროდა, თუმცა დათქმულ ადგილზე არ მივიდა. არსებული ინფორმაციით, კანდელაკი ცინცინატში მიდიოდა, საიდანაც მაიამიში უნდა გადაფრენილიყო. გამოძიების პროცესში დეტექტივებმა დაადგინეს, რომ მან ძაღლი და ავტომანქანა ჯეფერსონთაუნში, მეგობრებთან დატოვა.

გარდაცვლილები ერთმანეთს იცნობდნენ. უცნობია, როგორ მიაგნო პოლიციამ მათ ლუისვილის ერთ-ერთ ბინაში. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დავით კანდელაკი წარმოშობით ქუთაისიდან იყო. აშშ-ში ის ცოლთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]