weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სკოლებში შესაძლოა რელიგიის გაკვეთილები აღდგეს

16:08 ორშაბათი, 22 იანვარი 2018

სკოლებში შესაძლოა, რელიგიის სწავლება აღდგეს. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს და მივდივართ აქეთკენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

დეკემბერში, მას შემდეგ, რაც თბილისში, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეები მოკლეს, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ არ არის საკმარისი ბავშვებმა სკოლაში ცოდნა მიიღონ. „სკოლაში, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება და განსაკუთრებით სულიერი აღზრდაა. ალბათ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამის შესახებ, სკოლაში უნდა იყოს ალბათ რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები“, - განაცხადა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]