weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ნარკოტიკის მოხმარებისთვის ახალციხეში შსს-ს თანამშრომელი დააჯარიმეს

10:15 ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ ტატალშვილი ახალციხეში გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შეამოწმეს, რის შედეგადაც მას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სასამართლომ ტატალაშვილი 500 ლარით დააჯარიმა და უფლებამოსილება შეუჩერა.

როგორც შსს-ში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ტატალაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს. მას 45–ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც გულისხმობს უკანონო ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, ან შენახვას გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე.

„გენერალურმა ინსპექციამ სასამართლოს სწორედ ამ მუხლით მიმართა და ტატალაშვილი 500 ლარით დააჯარიმეს“, – განაცხადეს შსს-ში.

მათივე ცნობით, გენერალური ინსპექციის დასკვნის დაწერის შემდეგ ოთარ ტატალაშვილს უფლებამოსილება შეუწყდება. ოთარ ტატალაშვილი სასამართლოს დადგენილების გასაჩივრებას არ აპირებს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]