weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2020

„სილქნეტი“ აბონენტებს საკაბელო მომსახურების შესაძლო გაძვირებაზე აფრთხილებს

10:51 სამშაბათი, 16 მაისი 2017 hits 1592

კომპანია სილქნეტმა აბონენტებს 15 მაისს შეატყობინა, რომ ტელეკომპანიები „რუსთავი 2“, „მაესტრო“ და „იმედი“ აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება, რამაც შეიძლება პაკეტის ღირებულება გააძვიროს“. „სილქნეტის“ ცნობით, საფასურის გაძვირების შესახებ დეტალები ახლა ზუსტდება.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განმარტებით, კომპანია „სილქნეტმა“ ქართულ ტელეკომპანიებს რეტრანსლირების საფასური უნდა გადაუხადოს ისევე, როგორც ამას უცხოურ არხებთან აკეთებს. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის მხოლოდ გადახვევის სერვისის მქონე კომპანიისგან მოითხოვეს თანხის გადახდა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკაბელო ტელევიზიებმა მიიღეს შეტყობინებები კომპაია „მედია რაითს ჯორჯიასგან“ იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში სწორედ ეს კომპანია მოიპოვებს ექსკლუზიურ უფლებას „იმედის“, „რუსთავი 2“–ის, „ჯიდიესის“, „მარაოს“, „კომედი არხის“ და „მაესტროს“ კომერციულ გარცელებაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტში. ამიტომ, „მედია რაითს ჯორჯია“ საკაბელო ტელევიზიებს აფრთხილებდა, რომ 20 მაისამდე მიმართონ კომპანიას და მოიპოვონ აღნიშნული ტელეკომპანიების რეტრანსლირების უფლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]