weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გიორგი კვირიკაშვილი - სამხედრო რეზერვის სისტემა იცვლება

12:16 ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია მოამზადა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, სამოქალაქო აქტივობას არ მოწყდეს. პრემიერის თქმით, უახლესმა ისტორიამ ნათლად აჩვენა, რომ მოქმედი რეზერვის და მობილიზაციის სისტემა სერიოზულ გარდაქმნას და დახვეწას საჭიროებს.  

„ახალი კონცეფცია, რომელიც არის შემუშავებული, ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამობილიზაციო რეზერვთან ერთად აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახე არის გათვალისწინებული ახალი კონცეფციის მიხედვით, ეს არის - ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი. ჩვენ ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს მოქალაქემ თავისი ადგილი ამ სისტემაში ისე მოძებნოს, რომ ის არ მოწყდეს სამოქალაქო აქტივობას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, კონცეფციის საპარლამენტო განხილვები დღეიდან დაიწყება და პარლამენტის გარდა ამ პროცესში ექსპერტებიც ჩაერთვებიან. „შედეგად, ჩვენ მივიღებთ იმ სისტემას, რომელიც იქნება დაბალანსებული, სწორი და იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]