weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

17 მაისს თბილისში რამდენიმე ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება

22:37 სამშაბათი, 16 მაისი 2017
17 მაისს თბილისში რამდენიმე ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ფოტო © Teymour Askerov

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება.

16 მაისს, 21:00 საათიდან გადაიკეტება ვარდების მოედანი. 17 მაისს, 09:30 საათიდან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე და ყველა მის მკვეთ ქუჩაზე. ავტომანქანები შემოვლითი გზით, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, მარჯვენა სანაპიროზე იმოძრავებენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სატრანსპორტო მოძრაობა აქციების დასრულებისთანავე აღდგება.

17 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე ღინისძიებები 9:00 საათიდან დაიწყება. საპატრიარქოს ინფორმაციით, აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატები თბილისში შემობრძანდება. მათივე ცნობით, 13:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ოჯახებს, მრევლს და სრულიად საქართველოს.

აღსანიშნავია, რომ 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეც არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]