weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ყვარელში კინოთეატრის ყოფილ შენობაში ხანძარი გაჩნდა

02:23 შაბათი, 03 თებერვალი 2018

ყვარელში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, კინოთეატრის ყოფილ შენობაში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. როგორც ქალაქში მერის წამომადგენელმა ლევან კოკორაშვილმა „რეგინფოსთან“ საუბარში განაცხადა, ხანძრის შედეგად შენობის დაზიანებული სახურავი და შიდა ნაწილი დაიწვა.

ადგილზე ოთხი სამაშველო-სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. ლევან კოკორაშვილის ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მცირე კერების ჩაქრობა მიმდინარეობს

ქალაქის ცენტრში მდებარე კინოთეატრის ყოფილი შენობა, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ამორტიზებულია და ათწლეულების განმავლობაში უფუნქციოდ არის დარჩენილი. წინასწარი ინფორმაციით, შენობაში ხანძრის გაჩენის მიზეზი დაუდევრობა გახდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]