weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2019

დავით საგანელიძემ 2017 წელს საჯარო სექტორში ყველაზე მაღალი ხელფასი მიიღო

14:37 შაბათი, 03 თებერვალი 2018 hits 2820

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ 2017 წელს ხელფასის სახით 336 000 ლარი მიიღო, რაც თვეში 28 000 ლარს შეადგენს და საჯარო სექტორში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დავით საგანელიძე სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორად 2015 წლის 23 სექტემბერს დაინიშნა. მანამდე, მას საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის ლიდერის პოზიცია ეკავა. 

საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის შრომის ანაზღაურებამ 2016 წელს შეადგინა 404 250 ლარი, რაც თვეში საშუალოდ 33 687,5 ლარია. 

შედარებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის წლიური ხელფასი 82 800 ლარია, ე.ი. თვეში 6900 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარისა - 80 000 (თვეში საშუალოდ 6670 ლარი), პრემიერ-მინისტრის შრომის ანაზღაურება კი 2017 წელს 51 000 ლარი, ანუ თვეში საშუალოდ 4250 ლარი იყო. 

სს „საპარტნიორო ფონდი“ საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს შეიქმნა მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 %-ს. ფონდი მართავს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორის“ და, ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს და წილებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]