weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თუშეთში დაჭრილი მამაკაცი ვერტმფრენით თელავის ჰოსპიტალში გადმოჰყავთ

19:09 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

თუშეთში, სოფელ ომალოში დაჭრილი 37 წლის მამაკაცი სამაშველო ვერტმფრენით თელავის ჰოსპიტალში გადმოჰყავთ. როგორც „რეგინფოს“ თუშეთის ექიმმა ირაკლი ხვედაგურიძემ უთხრა, მამაკაცი მუცლის მიდამოშია დაჭრილი და ძლიერი სისხლდენა აქვს.

„საღამოს 4 საათისთვის დამიკავშირდნენ, რომ კაცი იყო დაჭრილი. ადგილზე მაშინვე მივედი. ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურს დავუკავშირდით. სამაშველო ვერტმფრენი გამოგზავნეს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მოჰყვა. აქედან რომ გადაჰყავდათ, წნევა დავარდნილი იყო და შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა“, - აღნიშნა ირაკლი ხვედაგურიძემ.

წინასწარი იფორმაციით, დაშავებულს იარაღი გაუვარდა. მომხდარს პოლიცია იძიებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]