weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსეთი საქართველოდან 110 სტუდენტის უმაღლესი განათლების დაფინანსებას გეგმავს

12:30 ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018

რუსეთის ხელისუფლება 2018 წელს, რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოდან 110 სტუდენტის განათლებას დააფინანსებს. ამის შესახებ საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლაი სვენტიცკიმ „Sputnik-საქართველოს“ პრესცენტრში განაცხადა.

სვენტიცკის თქმით, აღნიშნული პროგრამა ათ წელზე მეტია არსებობს და წელს აბიტურიენტებს რუსეთის 80 ქალაქის 500 უნივერსიტეტის პროგრამებს სთავაზობს.

„პროგრამაში ჩასართავად საჭიროა დარეგისტრირება ვებგვერდზე Russia.Study.Ru. შემდეგ უნდა შეივსოს ანკეტა, რომელშიც შედის პირადი მონაცემები განათლებისა და მიღწევების შესახებ, სასურველი სასწავლო მიმართულება და მოტივები, რომლებმაც აბიტურიენტს რუსეთში სწავლა გადააწყვეტინა. ამგვარად, „როსთანამშრომლობის“ ფედერალური სააგენტოს ვებგვერდზე აბიტურიენტის პერსონალური გვერდი იქმნება. შესარჩევ ტურში მოსახვედრად საკმარისია ხარისხიანად შეივსოს ანკეტა. მსურველებმა რეგისტრაცია 2018 წლის 16 თებერვალმდე უნდა გაიარონ“, - აღნიშნა სვენტიცკიმ.

მისივე თქმით, ახალგაზრდებს, რომლებიც სასწავლებლად რუსეთში წავლენ, მისაღები გამოცდების ჩაბარება არ მოუწევთ, გამონაკლისი შემოქმედებითი უმაღლესი სასწავლებლებია. ნიკოლაი სვენტიცკის ინფორმაციით, მოსკოვში ან სანქტ-პეტერბურგში მოხვედრა შეუძლებელია, თუმცა მსგავსი უმაღლესი სასწავლებლები ნოვოსიბირსკში, სარატოვში, სამარაში, ნიჟნი ნოვგოროდში და სხვა ქალაქებშიც არის.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები რუსულ ვიზას უფასოდ მიიღებენ. მათ მხოლოდ საერთო საცხოვრებელში ცხოვრების საფასურის გადახდა მოუწევთ, რაც თვეში დაახლოებით 100 აშშ დოლარია.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ არის რუსეთი დაინტერესებული ქართველი აბიტურიენტებისთვის განათლების დაფინანსებით, სვენტიცკიმ უპასუხა, რომ ამას თითქმის ყველა დიდი ქვეყანა აკეთებს.

„ეს არის ქვეყნის იმიჯი. რუსეთი, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა და შეუძლია მოიწვიოს სასწავლებლად მოქალაქეები მთელი მსოფლიოდან. ამავე დროს ეს არის კულტურისა და ენის პროპაგანდაც, რადგან ის სტუდენტები, რომლებიც რუსეთში სწავლობდნენ, ქვეყანას შიგნიდან ეცნობიან და სამშობლოში დაბრუნებისას მოუყვებიან, როგორია ის სინამდვილეში“, - აღნიშნა მან.

გასულ წელს პროგრამის ფარგლებში 500-ზე მეტი განაცხადი მიიღეს, მათგან 110-მდე აბიტურიენტი რუსულ უნივერსიტეტებში მოხვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]