weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2020

მაღალმთიან რეგიონებში „მინი“ საბაგირო გზები მოეწყობა – პრემიერი

13:13 ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018 hits 1213

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაღალმთიან სოფლებში „მინი“ საბაგირო გზების დამონტაჟება დაიწყო. საპილოტე პროექტი სვანეთში, სოფლებში უშგულში, უშხვანარში, მაზერში, ეცერში და დაბა ლენტეხში განხორციელდა. კვირიკაშვილის განცხადებით, საბაგირო გზების მოწყობა არ ჯდება ძვირი და 200-300 მეტრის სიგრძის საბაგიროს ფასი დაახლოებით, 25 000 ევროს ფარგლებშია.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალი წამოწყება აუცილებლად გაგრძელდება ქვეყნის სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც, სადაც მეტეოროლოგიური მონაცემები და რელიეფი ამის საშუალებას იძლევა.

„უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ მცირე ზომის საბაგირო გზები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს და ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ იმ სოფლებში, სადაც ცხოვრობენ განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები სამომავლო კარიერისათვის. მთები არის ჩვენი სიმდიდრე და მთები არის, ასევე, ჩვენი შესაძლებლობა, იმისათვის, რომ მთელი ქვეყანა დავმუხტოთ და რეალიზება გავუკეთოთ ამ ღვთისგან ბოძებულ სიმდიდრეს, რომელიც საქართველოს გააჩნია. ეს გამოიწვევს უზარმაზარ აქტივობას მთიან რეგიონებში,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზაფხულში სასეირნო და მთამსვლელებისთვის განკუთვნილი ბილიკების გაკეთება დაიწყება, მათ გასწვრივ კი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]