weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა

23:15 ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შს მინისტრმა გიორგი გახარიამ წარუდგინა.

თემურ კეკელიძემდე სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით ნიკოლეიშვილი იყო, რომელიც ამ თანამდებობაზე 2016 წლის დეკემბერში დაინიშნა. 2017 წლის ივლისში, ნიკოლეიშვილი თანამდებობიდან შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გაათავისუფლა.

თემურ კეკელიძე 2004 წლიდან მეცნიერების სამეფო სამხედრო კოლეჯის, კრენფილდის უნივერსიტეტის გლობალური უსაფრთხოების მეცნიერებათა მაგისტრია. შსს-ს ინფორმაციით, 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის იანვრამდე ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა, 2016-2017 წლებში კი ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2012-2016 წლებში თემურ კეკელიძე ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილედ მუშაობდა. 2007-2012 წლებში იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას. 2005-2006 წლებში თემურ კეკელიძე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე იყო, ხოლო 2004-2005 წლებში თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]