weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

ახალქალაქში მირქმა და წმინდა ვალენტინის დღე აღნიშნეს

16:12 ოთხშაბათი, 14 თებერვალი 2018

ახალქალაქის მცხოვრებლებმა მირქმა და წმინდა ვალენტინის დღე აღნიშნეს. სომხური სამოციქულო ეკლესია მირქმის აღნიშვნას 13 თებერვლიდან იწყებს. Jnews-ის ინფორმაციით, ახალქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, წელს ვალენტინობაცამ დღეს აღინიშნა.

„მომავლის სახლის“ მოსწავლეებმა ქალაქის სკვერი საზეიმოდ მორთეს, გაიმართა კონცერტიც. სახლის დირექტორის, სატენიკ მაიტესიანის ინფორმაციით, ამ ფორმით სიყვარულის დღის აღნიშვნის იდეა საკრებულოს დეპუტატ აკოფ ჩახმახჩიანს ეკუთვნის. საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო პარლამენტში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანიც.

დღის ბოლოს ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიაში მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება ჩატარდა, რის შემდეგაც ეკლესიის ეზოში ტრადიციულად კოცონი დაანთეს, რომელიც ქრისტეს სინათლის სიმბოლოდ მიიჩნევა.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]