weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჰიმნის ავტორი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს

16:43 ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018
ფოტოზე სოხუმის პროკურატურის შენობა ფოტოზე სოხუმის პროკურატურის შენობა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ჰიმნის ავტორი, 70 წლის ვალერი ჭკადუა პედოფილიის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჭკადუას დაკავების საფუძველი ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლის მიმართვა გახდა. გამოძიება სისხლის სამართლის ე.წ. კოდექსის 127-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობრივ სექსუალურ ქმედებას გულისხმობს.

კომპოზიტორი და პედაგოგი ვალერი ჭკადუა ოჩამჩირეში, 1947 წელს დაიბადა. თბილისის კონსერვატორია 1977 წელს დაამთავრა. იყო საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]