weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თბილისში ანტიოკუპაციური ტაქსი იმოძრავებს

17:17 ორშაბათი, 19 თებერვალი 2018
თბილისში ანტიოკუპაციური ტაქსი იმოძრავებს ფოტო © ავტორადიო

თბილისში რამდენიმე დღეში ანტიოკუპაციური ტაქსი გამოჩნდება, სადაც მგზავრებს რუსული ოკუპაციის შესახებ ესაუბრებიან. იდეა ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქაცარავას ორგანიზაციას „ძალა ერთობაშია“ ეკუთვნის.

ტაქსის სალონში დამონტაჟდება ვიდეომონიტორი, სადაც რუსული აგრესიისა და ოკუპაციის ამსახველ კლიპებს აჩვენებენ, მძღოლები კი „ძალა ერთობაშიას“ წევრები იქნებიან, რომლებიც მგზავრების სურვილის შემთხვევაში, რუსულ საფრთხეებსა და ოკუპაციის პრობლემებზე ისაუბრებენ.

იდეის ავტორები აცხადებენ, რომ ტაქსი საქველმოქმედო იქნება და ნებისმიერ მგზავრს ექნება საშუალება, მგზავრობის საფასური საკუთარი სურვილისამებრ განსაზღვროს. გადახდილი თანხა ორგანიზაციის სამოქალაქო-საპატრულო ჯგუფის მისიის შესრულებას, ასევე საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოქალაქეების დახმარებას და სკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას მოხმარდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალა ერთობაშია“ 2017 წელს შეიქმნა. 2017 წლის 25 ივლისიდან მოძრაობის წევრებმა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირება დაიწყეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]