weather cur horoscope tv
ივლისი 13, 2024

სოფელ თხილვანაში მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს 1 475 000 ლარი გამოეყოფა

17:55 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017
სოფელ თხილვანაში მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს 1 475 000 ლარი გამოეყოფა ფოტო © გაზეთი ბათუმელები

აჭარის მთავრობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მუდმივად მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს 1 475 000 ლარით, ხოლო 2 ოჯახს ბინით დააკმაყოფილებს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე სოფელ თხილვანაში მუდმივად მცხოვრები 32 ეკომიგრანტი ოჯახის საკითხი განიხილეს.

აღნიშნულ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  800 000 ლარი გამოიყოფა. კომისიის სარეკომენდაციო წერილი დასამტკიცებლად აჭარის  მთავრობის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

სამთავრობო კომისიამ თხილვანაში მცხოვრები 27 ეკომიგრანტი ოჯახის 25 000-25 000 ლარით უზრუნველყოფის საკითხი მაისის დასაწყისში განიხილა. ისინი თანხას უახლოეს დღეებში მიიღებენ. ჯამში, სოფელ თხილვანაში მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს 1 475 000 ლარი გამოეყოფა. 2 ეკომიგრანტი ოჯახის ბინებით დაკმაყოფილების საკითხი ხულოს სოციალურ სახლში განიხილება.

სოფელ თხილვანაში მეწყერული პროცესები მიმდინარე წლის დასაწყისში გააქტიურდა. სტიქიამ საფრთხე ათობით ოჯახს შეუქმნა.

დღესვე კომისიამ სხდომაზე განიხილა ხულოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრებას დაქვემდებარებული 3 ოჯახის და ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებული 3 ოჯახის ფინანსური  დახმარების გაწევის საკითხი. ასევე, მოხდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობის განხილვა, სტიქიისა შედეგად დაზარალებული 2 და ხანძრის შედეგად დაზარალებული 1 ოჯახის  ფინანსური დახმარების თაობაზე.

სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს უსაფრთხო საცხოვრისის შესაძენად თანადაფინანსება გაიცა 25 ოჯახზე. 9 ოჯახს ბინა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა. 2017 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 27 ოჯახზე გაიცა - 279 022 ლარი. 2016 წელს საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 117 ეკომიგრანტი ოჯახი. 61 ოჯახზე გაიცა ფინანსური დახმარება 698 050 ლარის ოდენობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]