weather cur horoscope tv
ივნისი 19, 2024

ჩხრეკა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის სახლში, ამოღებულია იარაღი - შსს

23:05 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას საცხოვრებელ სახლში, ბათუმში, პოლიციელები ჩხრეკას დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ატარებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა და მას ადვოკატი ესწრებოდა. შსს-ს ცნობით, ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა ტიპის ვაზნები.

ადგილზე იმყოფებოდა აჭარაში სახალხო დამცველის რწმუნებული ციალა ქათამიძე, რომლის თქმითაც, ამ ეტაპზე წოწორიების ოჯახის წევრებს მასთან რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ.

ნონა წოწორია საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლეა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. იგი 2008 წლის 1 თებერვლიდან იქნა არჩეული.

წოწორიების სახლში ჩატარებულ ჩხრეკას უკვე მოჰყვა შეფასებები თბილისში. სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის და ვანო მერაბიშვილის საქმეების განხილვას უკავშირებენ, რომლებზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]